A
A A A
a A

სიახლეები ყველა სიახლე

  • 25 ივნისს, 17:00 საათზე ცესკოს სხდომა გაიმართება

    25 ივნისს, 17:00 საათზე ცესკოს სხდომა გაიმართება

    22 ივნისი, 2018

    პროექტი


    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
    №32 სხდომის
    დღის წესრიგი

     


    1. განკარგულება
    №22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის შესახებ

    სრულად
  • ტრენინგი ეფექტურ კომუნიკაციასა და ანგარიშების მომზადების გაუმჯობესებაში

    ტრენინგი ეფექტურ კომუნიკაციასა და ანგარიშების მომზადების გაუმჯობესებაში

    22 ივნისი, 2018

    ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა ეფექტურ კომუნიკაციაში, მონიტორინგისა და შეფასების განხორციელებასა დაანგარიშების მომზადების გაუმჯობესებაში ტრენინგი გაიარეს.

    ტრენინგი ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა და აღნიშნული კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა - „ტრენინგი ცესკოს თანამშრომლების იმ უნარ-ჩვევების განვითარებას და შესაძლებლობების გაძლიერებას, იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ემსახურება, რასაც ეფექტური კომუნიკაცია და ანგარიშგება ჰქვია. ამავდროულად, ამ ყველაფერს აქვს თავისი თანამედროვე სტანდარტები და მისი გაცნობა, გაზიარება და შემდგომში კიდევ უფრო ეფექტურად დანერგვა ჩვენს საქმიანობაში მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

    ტრენინგი 13 ივნისს დაიწყო და შემდეგ საკითხებს მოიცავდა: ინტერპერსონალური კომუნიკაციის მახასიათებლები, მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემები, ანგარიშგების მომზადების მეთოდები, მონიტორინგის დაგეგმვა-განხორციელების გეგმა და ა.შ. ტრენინგი ,,ევროპის აკადემიური ცენტრის“ ტრენერებმასალომე ზირაქაძემ და ნათია ბერძენიშვილმა ჩაატარეს.

    5 დღიანი ტრენინგი ცესკოსა და სწავლების ცენტრის 25-მა წარმომადგენელმა გაიარა. ტრენინგი ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა და 19 ივნისს დასრულდა.

    სრულად
  • დასრულდა ტრენინგი საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის სამართლებრივ საკითხებზე

    დასრულდა ტრენინგი საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის სამართლებრივ საკითხებზე

    22 ივნისი, 2018

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სწავლების ცენტრის ინიციატივით საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის განხორციელდა სასწავლო კურსი „სამართლებრივი წერა და საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ წარმოება“.

    ტრენინგები კომბინირებული მეთოდით ჩატარდა, რომელიც მოიცავდა ელექტრონულ და პრაქტიკულ სწავლებას (მათ შორის პრაქტიკული სავარჯიშოები და როლური თამაშების ჩატარებას) და ითვალისწინებდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

    • სამართლებრივი წერა;
    • ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი მიმოხილვა;
    • განცხადების/საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
    • გადაწყვეტილების მომზადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით;
    • ემოციების, რთული საუბრებისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვა.

    სასწავლო პროექტი 2018 წლის 4-19 ივნისის პერიოდში განხორციელდა. ტრენინგი 5 ეტაპად 10 ჯგუფს ჩაუტარდა. ჯგუფების შემადგენლობაში იყვნენ, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, თავმჯდომარის მოადგილეები და მდივნები, ისე ცესკოს რეგიონული კოორდინატორები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. სასწავლო კურსი 224 მონაწილემ გაიარა, მათ შორის 109 ქალი, 115 კაცი.

    პროექტი განხორციელდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით.

    სრულად
  • ცესკოს წარმომადგენლებმა კორეის რესპუბლიკაში საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა

    ცესკოს წარმომადგენლებმა კორეის რესპუბლიკაში საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა

    20 ივნისი, 2018

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ძაგანიამ და სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმაელისაბედ ველიძემ კორეის რესპუბლიკაში 13 ივნისის ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მიიღეს მონაწილეობა.

    სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში ცესკოს წარმომადგენლები სამხრეთ კორეის ეროვნულ საარჩევნო კომისიას ესტუმრნენ. გაეცნენ ადგილობრივ საარჩევნოსისტემასა და წინასწარი ხმის მიცემის პროცედურებს. ასევე დაათვალიერეს საარჩევნო უბნები, დააკვირდნენ უშუალოდ უბნების გახსნის დახურვისა და კენჭისყრისპროცესს. ცესკოს წარმომადგენლები ასევე ესტუმრნენ ხმის დათვლის ცენტრს.

    გიორგი ძაგანიამ და ელისაბედ ველიძემ 24 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების და 3 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებთანერთად მონაწილეობა მიიღეს 2018 წლის სეულის საერთაშორისო საარჩევნო ფორუმში.

    კორეის  რესპუბლიკაში, 13 ივნისის არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო პროგრამა 7 ივნისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდა.

     

    სრულად
  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა

    საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა

    19 ივნისი, 2018

    2018 წლის 17 მაისს გამოცხადებული სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა. სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდაზე 916 მსურველი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 325 მონაწილე, ხოლო გამოცდა წარმატებით 82 მონაწილემ ჩააბარა (ქალი - 55, კაცი - 27), რომლებსაც ადგილზე გადაეცათ სერტიფიკატები. 

    აღსანიშნავია სერტიფიცირებული პირებისთვის შეთავაზებული სიახლე, რომელიც ითვალისწინებს მათი თანხმობის საფუძველზე პერსონალური მონაცემების (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა) გაცემის შესაძლებლობას საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებსა და ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებზე, ასეთი ინფორმაციის სწავლების ცენტრიდან წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში. ამ სერვისთან დაკავშირებით ცესკოს №13/2012 დადგენილებით დამტკიცებულ „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულებაში“ ასახული  რეგულაციის თანახმად, პერსონალური მონაცემების გაცემაზე თანხმობის დაფიქსირება მოქალაქეებს შეეძლოთ  გამოცდისთვის რეგისტრაციის ეტაპზე. ამასთან, ამ უფლების რეალიზება სერტიფიცირებულ პირებს ასევე შეუძლიათ გამოცდის დასრულების შემდგომ, პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გაცემაზე თანხმობის შესახებ განცხადების სწავლების ცენტრისთვის წერილობითი  წარდგენის საფუძველზე.

    2018 წლის 17 მაისს გამოცხადებული სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩამბარებელ 82 მოქალაქეს შორის ზემოაღნიშნული მიზნებისთვის პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გაცემაზე თანხმობა 72-მა განაცხადა. 

    სრულად

სიახლე