A
A A A
a A

განკარგულებები

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის პარტიისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ (მ.პ.გ.“ქართული დასი” და ედიშერ ქარჩავა)   საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N115/2008საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის პარტიისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ქ. თბილისი                                                 2008 წლის 25 მარტი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "თ1” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 95-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ცენტრა­ლური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნები­სათვის რეგისტრაციაში გატარდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასი” და მისი წარმომადგენელი ედიშერ ქარჩავა.   მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. ¹1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილიკომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისათვის სამდივნოს შექმნის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N114/2008 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისათვის სამდივნოს შექმნის თაობაზე ქ. თბილისი                                                 2008 წლის 25 მარტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 2 თებერვლის ¹2/2006 დადგენილების ""საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" და საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:მუხლი 1. ¹4 კრწანისის, ¹12 გურჯაანის, ¹28 დუშეთის, ¹37 ახალციხისა და ¹79 ბათუმის  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას სამდივნო.     მუხლი 2. სამდივნოს დაევალოს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ცენტრა­ლუ­რი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 2 თებერვლის ¹2/2006 დადგენილებით დამტკი­ცე­ბუ­ლი "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა და საოლქო სა­არჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესის შესახებ" დებულების შესრულება.  მუხლი 3. სამდივნოს ზედამხედველობას ახორციელებს ცესკოს წევრი გიორგი არეშიძე. მუხლი 4. სამდივნო განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით: 1.   სოფიო სიჭინავა – სამდივნოს ხელმძღვანელი 2.   ნათია კუპაშვილი; 3.   ნათია გულიაშვილი. მუხლი 5. სამდივნო კონკურსის დამთავრების შემდეგ წყვეტს საქმიანობას.  მუხლი 6. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლო­ს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ¹1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდა­რუ­ლი დღის ვადაში. მუხლი 7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
№4 კრწანისის, №12 გურჯაანის, №28 დუშეთის, №37 ახალციხისა და №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N113/2008 N4 კრწანისის, N12 გურჯაანის, N28 დუშეთის, N37 ახალციხისა და N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ქ. თბილისი                                                 2008 წლის 25 მარტი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 33-ე მუხლის მე-4, მე-6 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კო­მი­სიის 2008 წლის 11 თებერვლის ¹-45/2008, 25 მარტის ¹109/2008, ¹110/2008, ¹111/2008 და ¹112/2008 განკარგულებების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. გამოცხადდეს კონკურსი ¹4 კრწანისის, ¹12 გურჯაანის, ¹28 დუშეთის, ¹37 ახალციხისა და ¹79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.  მუხლი 2. საბუთები მიიღება 2008 წლის 26 მარტიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის ქ. ¹29ა), 11 საათიდან – 17 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა) 2008 წლის 28 მარტის ჩათვლით.         მუხლი 3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლო­ს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ¹1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილიკომისიის მდივანი                                  გიზო მჭედლიძე
№28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მ.ფოლოდაშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N112/2008 N28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მ.ფოლოდაშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ქ. თბილისი                                                 2008 წლის 25 მარტი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 21-ე  მუხლის 11 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის საფუძველზე, სა­ქარ­თ­­ველოს ცენტ­რა­ლური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. 2008 წლის 25 მარტიდან ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება ¹28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს მერი ფოლოდაშვილის. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. ¹1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილიკომისიის მდივანი                                  გიზო მჭედლიძე
№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ნ.ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N111/2008 N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ნ.ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ქ. თბილისი                                                 2008 წლის 25 მარტი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 21-ე  მუხლის 11 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის საფუძველზე, სა­ქარ­თ­­ველოს ცენტ­რა­ლური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. 2008 წლის 25 მარტიდან ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება ¹79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ნათია ჯაფარიძეს. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. ¹1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილიკომისიის მდივანი                               გიზო მჭედლიძე
№12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ბ.მაისურაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N110/2008 N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ბ.მაისურაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ქ. თბილისი                                                 2008 წლის 25 მარტი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 21-ე  მუხლის 11 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის საფუძველზე, სა­ქარ­თ­­ველოს ცენტ­რა­ლური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. 2008 წლის 25 მარტიდან ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება ¹12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ბიჭიკო მაისურაძეს. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. ¹1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                 გიზო მჭედლიძე
№4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვ.ცუცქირიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N109/2008 N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვ.ცუცქირიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ქ. თბილისი                                                 2008 წლის 25 მარტი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 21-ე  მუხლის 11 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის საფუძველზე, სა­ქარ­თ­­ველოს ცენტ­რა­ლური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. 2008 წლის 25 მარტიდან ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება ¹4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ვლადიმერ ცუცქირიძეს. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. ¹1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილიკომისიის მდივანი                                  გიზო მჭედლიძე
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის თაობაზე (საია) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N108/2008   საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის თაობაზე ქ. თბილისი                                                 2008 წლის 25 მარტი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "რ" ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის, 69-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართ­ველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნები­სათვის დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრა­ციაში გატარდეს და მიენიჭოს დამკვირვებლის სტატუსი შემდეგ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. ¹1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                           ლევან თარხნიშვილიკომისიის მდივანი                                   გიზო მჭედლიძე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მარტის №104/2008 ”საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დამტკიცების თაობაზე” განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N107/2008  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 23 მარტის N104/2008 ”საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დამტკიცების თაობაზე”  განკარგულებაში  დამატებების შეტანის თაობაზე ქ. თბილისი                                                 2008 წლის 25 მარტი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი”  29-ე მუხლის პირველი პუნქტის "ლ” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. "საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დამტკიცების თაობაზე” განკარგულების დანართში შევიდეს შემდეგი დამატებები: 1. გრაფაში "არაუგვიანეს მე-55 დღისა (27 მარტი)” დაემატოს მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით: "2. საოლქო საარჩევნო კომისია აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსს.” 2. გრაფაში "კენჭისყრამდე 48 დღით ადრე (3 აპრილი)” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "საოლქო საარჩევნო კომისიაში მთავრდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა.” მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სა­სამართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. ¹1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                 გიზო მჭედლიძე
2008 წლის 21 მაისის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N106/2008   2008 წლის 21 მაისის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევიკონკურსის წესის, პირობებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე ქ. თბილისი                                                 2008 წლის 25 მარტი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის ბოლო წინადადებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართ­ვე­ლოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. 1. საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით, 27 მარტს  საოლქო საარჩევნო კომისია აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსს. 2008 წლის 3 აპრილს მთავრდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა საოლქო საარჩევნო კომისიაში. კანდიდატმა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს განცხადება რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა) კანდიდატის სახელი, გვარი; ბ) განათლება; გ) სპეციალობა; დ) სამუშაო ადგილი და თანამდებობა; ე) საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს წევრობა; ვ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); ზ) საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); 2. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს განმცხადებელი და მასში უნდა აღინიშნოს რომ იგი თანახმაა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" მე-18 მუხლის მე-51 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. განცხადებას  უნდა დაერთოს: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი; ბ) განმცხადებლის  შრომითი ბიოგრაფია  და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება). 3. განმცხადებელი საკონკურსო დოკუმენტაციას საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს პირადად. 4. თუ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ განკარგულებით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ (დოკუმენტაციის მიღებისას) აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) განმცხადებელს. შესწორებული საკონკურსო დოკუმენტაცია კომისიას 1 დღეში უნდა დაუბრუნდეს, თუ ხარვეზი დადგინდა რეგისტრაციის ვადის ბოლო დღეს, შესწორებული საბუთები კომისიას უბრუნდება იმავე დღეს. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილ საკონკურსო დოკუმენტაციას კომისია არ განიხილავს. 5. კანდიდატს უფლება აქვს, საკონკურსო დოკუმენტაცია შეიტანოს მხოლოდ ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობაზე. 6. კანდიდატს, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოითხოვოს საკონკურსო დოკუმენტაცია ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი (საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება) შესაბამისი განცხადებით.   მუხლი 2. 1. საოლქო საარჩევნო კომისია  არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 46-ე (2008 წლის 5 აპრილი) დღისა  საკონკურსო დოკუმენტაციას  განიხილავს კონკურსში მონაწილეთა  დაუსწრებლად. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია კონკურსის მონაწილე მოიწვიოს გასაუბრებისათვის. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის კანდიდატებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. 2. კონკურსში მონაწილეებს კენჭი ეყრებათ ცალ-ცალკე. 3. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 4. თუ არჩეულ პირთა რაოდენობა ერთ ვაკანტურ ადგილზე ორზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. 5. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. 6. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. მუხლი 3. თუ არჩევნების დღემდე 30 –ე დღისათვის (2008 წლის 21 აპრილი)  საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კონკურსში მონაწილეთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში   იმავე დღესვე  აცხადებს საოლქო საარჩენო კომისია,  3 დღის ვადაში ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს.   საოლქო საარჩევნო კომისია კანდიდატთა საკონკურსო დოკუმენტაციას განიხილავს და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას ახდენს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 27 დღისა (2008 წლის 24 აპრილი) მუხლი 4. 1. ხელახალ კონკურსში მონაწილეობისათვის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29-ე დღისა (2008 წლის 22 აპრილი) ჩათვლით უნდა წარედგინოს  აღნიშნული განკარგულების პირველი მუხლით გათვალისწინებული საკონკურსო დოკუმენტაცია. მუხლი 5. 1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კონკურსში მონაწილეთაგან ან ხელახლა გამოცხადებული  კონკურსის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია 27- ე (2008 წლის 24 აპრილი) დღის ჩათვლით,  საკონკურსო დოკუმენტაციას  განიხილავს კონკურსში მონაწილეთა  დაუსწრებლად. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია კონკურსის მონაწილე მოიწვიოს გასაუბრებისათვის. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის კანდიდატებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით.   2. კონკურსში მონაწილეებს კენჭი ეყრებათ ცალ-ცალკე. 3. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 4. თუ არჩეულ პირთა რაოდენობა ერთ ვაკანტურ ადგილზე ორზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. 5. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. 6. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. მუხლი 6. როგორც ძირითადი ისე ხელახალი კონკურსის შედეგად არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებაში უნდა მიეთითოს: საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 37- ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული  დოკუმენტაცია. მუხლი 7. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ¹ 1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 8. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი  გიზო მჭედლიძე
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების მიერ გამოყენებული სახსრების ანგარიშების ფინანსური მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N105/2008 საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების მიერ გამოყენებული სახსრების ანგარიშების ფინანსური მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე ქ. თბილისი                                                 2008 წლის 25 მარტი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 48-ე მუხლის 101 პუნქტისა და 77–ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრა­ლური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1.  საარჩევნო სუბიექტების მიერ საქართველოს პარლამენტის  2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშების მონიტორინგის განხორცი­ელების მიზნით შეიქმნას ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი. მუხლი 2. ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი დაკომპლექტებულ იქნას საზოგადოებ­რივი წარმომადგენლებით, იურისტებითა და ლიცენზირებული აუდიტორებით. მუხლი 3. ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი განისაზღვროს შემდეგი შემადგენ­ლობით: 1. რომან ხარბედია – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერ­სიტეტი, პროფესორი; 2. კოკი იონათამიშვილი – "ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, თავმჯდომარე; 3. გიორგი ჩხეიძე – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თავმჯდომარე; 4. ზურაბ ხარატიშვილი – ლიცენზირებული აუდიტორი; 5. დიმიტრი ჯაფარიძე – ეკონომისტი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერ­სიტეტი, პროფესორი. მუხლი 4. დაევალოს ფინანსური მონიტორინგის ჯგუფს, ამ ჯგუფის შექმნიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა, დასამტკიცებლად წარმოადგინოს ცესკოს განკარგულების პროექტი ჯგუფის დებულების, მისი მუშაობის წესის (მათ შორის ჯგუფის მიერ მიღებული დასკვნების ცესკოსათვის წარდგენის ვადების) შესახებ მუხლი 5. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა­მართ­­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯი­შვილის ¹ 1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილიკომისიის მდივანი  გიზო მჭედლიძე
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N104/2008 საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დამტკიცების თაობაზე ქ. თბილისი                                                 2008 წლის 23 მარტი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი”  29-ე მუხლის პირველი პუნქტის "ლ” ქვეპუნქტის და 77-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დანართის შესაბამისად. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. ¹1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი  გიზო მჭედლიძე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N03/2008 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ქ. თბილისი                                                 2008 წლის 23 მარტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 2 თებერვლის ¹2/2006 დადგენილების ""საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა და საო­ლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესის შესახებ" დებულების დამ­ტკიცების თაობაზე" საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადგენს: მუხლი 1. გამოცხადდეს კონკურსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს შემდეგ თანამდებობაზე: წამყვანი სპეციალისტი 1 710   მუხლი 2. კონკურსის  ჩატარების  ორგანიზაციულ  უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. მუხლი 3. საბუთები მიიღება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის ქ. 29ა, 10 საათიდან – 18 საათამდე) 2008 წლის 24 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით. მუხლი 4. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლო­ში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ¹1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქების და მათი სახელწოდებების, ნომრებისა და საზღვრების დადგენის შესახებ   საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N102/2008 საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქების და მათი სახელწოდებების, ნომრებისა და საზღვრების დადგენის შესახებ ქ. თბილისი                                                 2008 წლის 23 მარტი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის”  მე-15 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებისა და 77-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. შეიქმნას საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის 75 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, დანართების (¹1, ¹2) შესაბამისად. მუხლი 2. შეიქმნას კოდორის ხეობის აჟარის თემში ზემო აფხაზეთის საარჩევნო ოლქი, რომელიც არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს. მუხლი 3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ¹1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი  გიზო მჭედლიძე