A
A A A
a A

განკარგულებები

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N224/2007 სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების  საუბნო საარჩევნო კომისიის   წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე ქ. თბილისი 2007 წლის 23 დეკემბერისაქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "ყ" ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის ბოლო წინადადების, 77-ე მუხლისა და "საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნები­სათ­ვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 21 დეკემბერის N42/2007 დადგენილების საფუძველზე, საქართ­ვე­ლოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. 1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული ვაკანტური ადგილების   დაკომპლექტების მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსს არა უგვიანეს 2007 წლის 23 დეკემბრისა.  2007 წლის 25 დეკემბერს  მთავრდება კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. კანდიდატმა  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ სხვა სახელმწიფოში  შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწი­ლეობის მისაღებად  ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს განცხადება რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა) კანდიდატის სახელი, გვარი; ბ) განათლება; გ) სპეციალობა; დ) სამუშაო ადგილი და თანამდებობა; ე) საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს წევრობა; ვ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); ზ) საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); 2. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს განმცხადებელი და მასში უნდა აღინიშნოს რომ იგი თანახმაა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. განცხადებას  უნდა დაერთოს: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი; ბ) განმცხადებლის  შრომითი ბიოგრაფია  და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება). 3. განმცხადებელის მიერ საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინება ცენტრალურ საარ­ჩევ­ნო კომისიას. 4. თუ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ განკარგულებით დადგენილ მოთხოვნებს,  ცენტრალური საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ (დოკუმენტაციის მიღებისას) აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) განმცხადებელს. შესწორებული საკონკურსო დოკუმენტაცია კომისიას 1 დღეში უნდა დაუბრუნდეს, თუ ხარვეზი დადგინდა რეგისტრაციის ვადის ბოლო დღეს, შესწორებული საბუთები კომისიას უბრუნდება იმავე დღეს. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილ საკონკურსო დოკუმენტაციას კომისია არ განიხილავს. 5. კანდიდატს,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოითხოვოს საკონკურსო დოკუმენტაცია ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი (საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება) შესაბამისი განცხადებით.   მუხლი 2. 1. ცენტრალური საარჩევნო კომისია 2007 წლის 26 დეკემბრამდე განიხილავს საკონ­კურ­სო დოკუმენტაციას  კონკურსში მონაწილეთა  დაუსწრებლად. ცენტრალური საარჩევნო კომისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის კანდიდატებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით.     2. კონკურსში მონაწილეებს კენჭი ეყრებათ ცალ-ცალკე. 3. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 4. თუ არჩეულ პირთა რაოდენობა ერთ ვაკანტურ ადგილზე ორზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. 5. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. 6. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. მუხლი 3.    ხელახალი კონკურსის შედეგად არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის შესახებ  ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებაში უნდა მიეთითოს: საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 37- ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული  დოკუმენტაცია. მუხლი 4. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის N1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N223/2007 საქართველოს საზღვრებს გარეთ – ერაყსა და კოსოვოში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებსა და პლებისციტში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ჯგუფის შექმნისა და წევრების არჩევის შესახებ ქ. თბილისი 2007 წლის 23 დეკემბერი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის "საქართველოს საზღვრებს გარეთ – ერაყსა და კოსოვოში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებსა და პლებისციტში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების შესახებ" 2007 წლის 17 დეკემბრის ¹36/2007 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. შეიქმნას  საქართველოს საზღვრებს გარეთ – ერაყსა და კოსოვოში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებსა და პლებისციტში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის შექმნილი საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესრულების მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ჯგუფები:   1. N41 საარჩევნო უბანი – ერაყი, ქ. ბაღდათი, მწვანე ზონა, ბაზა "იუნიონი" - სპეციალური ჯგუფი. 2. N42 საარჩევნო უბანი – ერაყი, ვასიტის პროვინცია, ქ. ალკუტი, ბაზა "დელტა"- სპეციალური ჯგუფი. 3. N43 საარჩევნო უბანი – კოსოვოს სამშვიდობო რეგიონი, ქ. პრიზნანი, სამხედრო ბაზა - "აირფილდ"- სპეციალური ჯგუფი. მუხლი 2.  N41 საარჩევნო უბანი – ერაყი, ქ. ბაღდათი, მწვანე ზონა, ბაზა "იუნიონი" - სპეციალური ჯგუფში არჩეულ იქნას 3 წევრი: 1. ზაალიშვილი ზაალ; 2. კვარაცხელია ირაკლი; 3. ოსიძე იოსებ. მუხლი 3. N42 საარჩევნო უბანი – ერაყი, ვასიტის პროვინცია, ქ. ალკუტი, ბაზა "დელტა"- სპეციალური ჯგუფში არჩეულ იქნას 3 წევრი: 1. მიქაბერიძე ნოდარ; 2. პავლიაშვილი ვამეხ; 3. გულედანი ბესარიონ. მუხლი 4. ¹43 საარჩევნო უბანი – კოსოვოს სამშვიდობო რეგიონი, ქ. პრიზნანი, სამხედრო ბაზა - "აირფილდ"- სპეციალური ჯგუფში არჩეულ იქნას 3 წევრი: 1. კოხტაშვილი გიორგი; 2. გუნია გიორგი; 3. ადეიშვილი თამარ. მუხლი 5. სპეციალური ჯგუფის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2008 წლის  7 იანვრამდე. მუხლი 6. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა # 1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილიკომისიის მდივანი                                  გიზო მჭედლიძე
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N222/2007 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 14 თებერვლის N16/2007 "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის მუხლების და კვარტლების მიხედვით დამტკიცების თაობაზე" განკარგულებით დამტკიცებულ დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ ქ. თბილისი 2007 წლის 23 დეკემბერი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "ყ" ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტ­რა­ცი­ული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის N64 დადგენილების მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 14 თებერვ­ლის N16/2007 განკარგულებით დამტკიცებულ "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის მუხლებისა და კვარტალების მიხედ­ვით" დანართში შეტანილ იქნეს ცვლილებები დანართის შესაბამისად. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ.   N1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                                    ლევან თარხნიშვილიკომისიის მდივანი                                              გიზო მჭედლიძე
        საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N221/2007 საქართველოს პრეზიდენტის  2008 წლის 5 იანვრის  რიგგარეშე არჩევნებისათვის საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებს რეგისტრაციის თაობაზე ქ. თბილისი 2007 წლის 22 დეკემბერი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "რ" ქვეპუნქტისა და 69-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართ­ველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნები­სათვის დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრა­ციაში გატარდნენ და მიენიჭოთ საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსი: 1.      აფრიკული ორგანიზაცია "ღირსება და წინააღმდეგობა” – (CR).  2.      ევროპარლამენტი. 3.      ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტი. 4.      ლიტვის რესპუბლიკის ცესკო. 5.      უნგრეთის რესპუბლიკის საელჩო უკრაინაში.  მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
         საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N220/2007 საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის ცნობად მიღების თაობაზე ქ. თბილისი  2007 წლის 22 დეკემბერი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "თ1" ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის, 77-ე მუხლისა და საქართ­ვე­ლოს ცენტ­რა­ლური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 27 ნოემბრის N22/2007 დად­გენი­ლების საფუძველზე, საქართველოს ცენტრა­ლური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის პოლიტიკური მოძრაობის "თავისუფლება” წარმომადგენლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თამაზ მაჩიტიძის ნაცვლად კახა კუკავას დანიშვნა. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლო­ში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
        საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N219/2007 საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოებში შექმნილი N10 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ზამინ მამედოვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ   ქ. თბილისი  2007 წლის 22 დეკემბერი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "ყ" ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. შეუწყდეს ვადამდე უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი N10 ტრაპიზონის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ზამინ მამედოვს, პირადი განცხადების საფუძველზე. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის N 1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
         საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N218/2007 საქართველოს საზღვრებს გარეთ – ერაყსა და კოსოვოში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებსა და პლებისციტში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ   ქ. თბილისი  2007 წლის 22 დეკემბერისაქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 77-ე მუხლისა და "საქართველოს საზღვრებს გარეთ – ერაყსა და კოსოვოში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქა­ლაქეების საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებსა და პლებისციტში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების შესახებ" საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 17 დეკემბერის N36/2007 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. შეიქმნას საარჩევნო უბნები საქართველოს საზღვრებს გარეთ – ერაყსა და კოსოვოში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებსა და პლებისციტში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების უზრუნველყოფის მიზნით, დანართის შესაბამისად. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის N1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
        საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N217/2007 საქართველოს პრეზიდენტის  2008 წლის 5 იანვრის  რიგგარეშე არჩევნებისათვის საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებს რეგისტრაციის თაობაზე ქ. თბილისი  2007 წლის 21 დეკემბერი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "რ" ქვეპუნქტისა და 69-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართ­ველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნები­სათვის დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრა­ციაში გატარდნენ და მიენიჭოთ საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსი: 1.      ევროკავშირის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის ოფისი.  2.      ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. 3.      პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სეიმი და ევროპული ინტეგრაცია. 4.      საარჩევნო სისტემების საერთაშორისო საექსპერტო ცენტრი – ICES. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
         საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N216/2007 საქართველოს პრეზიდენტის  2008 წლის 5 იანვრის  რიგგარეშე არჩევნებისათვის საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებს რეგისტრაციის თაობაზე ქ. თბილისი 2007 წლის 20 დეკემბერი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "რ" ქვეპუნქტისა და 69-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართ­ველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნები­სათვის დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრა­ციაში გატარდნენ და მიენიჭოთ საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსი: 1.      ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო. 2.      ესტონეთის პარლამენტი. 3.      ესტონეთის ნაციონალური საარჩევნო კომიტეტი 4.      ცენტრალური-ევროპული ჯგუფი პოლიტიკური მონიტორინგისათვის. 5.      პოლიტიკური მონიტორინგის დამოუკიდებელი ამერიკული ცენტრი. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
         საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N215/2007 2008 წლის 5 იანვრის საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებისდამტკიცების შესახებ ქ. თბილისი  2007 წლის 20 დეკემბერი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "ი" ქვეპუნქტის, 77-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრა­ციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. დამტკიცდეს 2008 წლის 5 იანვრის საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტები თანდართული ნიმუშების მიხედვით. მუხლი 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს "2008 წლის 5 იანვრის საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტების დამტკიცების შესახებ" სა­ქართ­­ვე­ლოს ცენტრალური საარჩევნო კომი­სი­ის 2007 წლის 19 დეკემბრის N213/2007 განკარგულება. მუხლი 3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.       კომისიის თავმჯდომარე                           ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
         საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N214/2007 საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტისათვის საარჩევნო/საპლებისციტო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა დანიშვნის თაობაზე ქ. თბილისი 2007 წლის 20 დეკემბერი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 51-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის შესაბამისად, საქართ­ველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტისათვის საარჩევნო/საპლებისციტო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლად (მათი დამზადების თითოეულ ადგილზე) დაინიშნონ: 1. ფაჟავა ემზარ – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; 2. ჯავახიშვილი გიორგი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; 3. დევდარიანი მიხეილ – "ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, დამკვირვებელი; 4. მამუკელაშვილი გია – "ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, დამკვირვებელი; 5. ოქრიაშვილი გიორგი – "ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, დამკვირვებელი; 6. ყოლბაია დავით – ISFED, დამკვირვებელი; 7. ქოქრაშვილი გიორგი – ISFED, დამკვირვებელი; 8. როსტომაშვილი მერაბ – ISFED, დამკვირვებელი; 9. ჭაბაშვილი ვახტანგ – ISFED, დამკვირვებელი; 10. ჭაჭუა კახა – ISFED, დამკვირვებელი. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლშო (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.   მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
        საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N213/2007 2008 წლის 5 იანვრის საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებისდამტკიცების შესახებ ქ. თბილისი  2007 წლის 19 დეკემბერი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "ი" ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრა­ლური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. დამტკიცდეს 2008 წლის 5 იანვრის საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტები თანდართული ნიმუშების მიხედვით. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.       კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
         საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N212/2007 საქართველოს პრეზიდენტის  2008 წლის 5 იანვრის  რიგგარეშე არჩევნებისათვის საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებს რეგისტრაციის თაობაზე ქ. თბილისი  2007 წლის 19 დეკემბერი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "რ" ქვეპუნქტისა და 69-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართ­ველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტის  2008 წლის 5 იანვრის  რიგგარეშე არჩევნებისათვის დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრა­ციაში გატარდნენ და მიენიჭოთ საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსი: 1.      საფრანგეთის სენატის დამკვირვებელთა ჯგუფი – კრისტიან პონსლე. 2.      რუმინეთის საელჩო – მიჰაი ბარლიბა. 3.      ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი – ჟენიშბეკ აკმატოვი. 4.      იტალიის საელჩო საქართველოში – ელჩი ვიტორიო სანდალი. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
        საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება ¹211/2007 საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის შესახებ ქ. თბილისი                                                2007 წლის 19 დეკემბერი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "ყ" ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის მე-5, მე-8 პუნქტებისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. აირჩეს საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დანართის შესაბამისად. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ¹ 1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.       კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
        საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N210/2007 ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისი 2007 წლის 19 დეკემბერი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "ი" ქვეპუნქტის, 77-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრა­ციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. დამტკიცდეს საარჩევნო დოკუმენტაციის შემდეგი ფორმები თანდართული ნიმუშების მიხედვით: 1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიაში კენ­ჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საპრეზიდენტო) (ფორმა N1-4.24.04); 2. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელი (საუბნო საპრეზიდენტო) (ფორმა N1-4.64.03); 3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიაში კენ­ჭისყრის შედეგების შემაჯამებელი სადემონსტრაციო ოქმი (საუბნო საპრეზიდენტო) (A2 ფორ­მატი) (ფორმა N1-4.26.04); 4. საუბნო საარჩევნო კომისიაში კენ­ჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საპლებისციტო) (ფორმა N1-6.67.03); 5. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელი (საუბნო საპლებისციტო) (ფორმა N1-6.71.03); 6. საუბნო საარჩევნო კომისიაში კენ­ჭისყრის შედეგების შემაჯამებელი სადემონს­ტ­რაციო ოქმი (საუბნო საპლებისციტო) (A2 ფორ­მატი)  (ფორმა N1-6.73.03).   მუხლი 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს "ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმის დამტკიცების შესახებ" სა­ქართ­­ვე­ლოს ცენტრალური საარჩევნო კომი­სი­ის 2007 წლის 5 დეკემბრის N160/2007 განკარგულების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები. მუხლი 3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.       კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე