A
A A A
a A

განკარგულებები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თაობაზე (ილია ლომიას მიმართ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N64/2008 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თაობაზე ქ. თბილისი                                               2008 წლის 22 თებერვალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე, 241-ე მუხლების, 239-ე მუხლის 24-ე პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. შედგენილ იქნას ადმინისტრაციულ სამართალთალდარღვევის ოქმი პრეზიდენტობის კანდიდატად ბ-ნ არკადი პატარკაციშვილის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველის ბ-ნ ილია ლომიას მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17413 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო. მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნოს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მუხლი 3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ¹ 1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თაობაზე (ელისო ბებიას მიმართ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N63/2008 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თაობაზე ქ. თბილისი                                               2008 წლის 22 თებერვალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე, 241-ე მუხლების, 239-ე მუხლის 24-ე პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. შედგენილ იქნას ადმინისტრაციულ სამართალთალდარღვევის ოქმი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველის ქ-ნ ელისო ბებიას მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17413 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო. მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნოს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მუხლი 3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ¹ 1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირებისათვის საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და კომისიის წევრების შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N62/2008 საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირებისათვისსაპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და კომისიის წევრების შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე ქ. თბილისი                                               2008 წლის 22 თებერვალი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "ყ" ქვეპუნქტისა და 2005 წლის 21 სექტემბრის საქართველოს ცენტრა­ლუ­რი საარჩევნო კომისიის ""საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წე­სის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" ¹11/2005 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომი­სია ადგენს:მუხლი 1. დამტკიცდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირებისათვის საპრეტენზიო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 1. ლალი ლაზარაშვილი; 2. რომან შენგელია; 3. გიორგი ბარელაძე; 4. გოჩა მამულაშვილი; 5. დავით დოიჯაშვილი.   მუხლი 2. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების საპრეტენზიო კო­მი­სიის თავმჯდომარედ დაინიშნოს დავით დოიჯაშვილი. მუხლი 3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარესა და წევრების შესრულებული სამუშაროს ანაზღაურება განესაზღვროთ შემდეგი ოდენობით: კომისიის თავმჯდომარე: 500 ლარი; კომისიის წევრი:  400 ლარი.   მუხლი 4. ცესკოს მიერ გამოცდის შედეგების დამტკიცების შემდეგ კომისია არ­სე­ბო­ბას წყვეტს.მუხლი 5. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სა­სამართ­ლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ¹1ა) მისი მი­ღე­ბიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 6. ეს განკარგულება ამოქმედდეს 2008 წლის 3 მარტს.     კომისიის თავმჯდომარე                           ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე“ №44/2008 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ   საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N61/2008 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე" N44/2008 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქ. თბილისი                                               2008 წლის 22 თებერვალი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიია ადგენს: მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე" ¹44/2008 განკარგულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: საორგანიზაციო დეპარტამენტის: 1. საარჩევნო ღონისძიებების დაგეგმვისა და ინფორმაციის ანალიზის სამმართველოს გრაფები "წამყვანი სპეციალისტი" და "სპეციალისტი" ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: " წამყვანი სპეციალისტი 1 710 710 სპეციალისტი 2 610 1220 " 2. საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის სამმართველოს გრაფა "წამყვანის სპეცი­ალის­ტი" ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: " წამყვანი სპეციალისტი 3 710 2130 "     3. ამოღებულ იქნას საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის სამმართველოდან "სპეცი­ალის­ტი" გრაფა:  " სპეციალისტი 1 610 610 " მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სა­სა­მართ­ლოში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ¹1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდა­რული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია 2008 წლის 1 მარტიდან.     კომისიის თავმჯდომარე                           ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
№12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის შესახებ (ლევან სამყურაშვილის არჩევის შესახებ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N60/2008 N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის შესახებ ქ. თბილისი                                               2008 წლის 22 თებერვალი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 32-ე მუხლის პირველი პუნქტის, 33-ე მუხლის მე-3, მე-11 პუნქტების, 77-ე მუხლისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 2 თებერვლის ¹2/2006 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესის შესახებ" დებულების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არჩეულ იქნეს ლევან სამყურაშვილი. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამარ­თ­ლო­ში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1ა) მისი მიღებიდან 3 კალენ­და­რუ­ლი დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 18 იანვრის №36/2008 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის მუხლების და კვარტლების მიხედვით დამტკიცების თაობაზე” განკარგულებით დამტკიცებულ დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N59/2008 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 18 იანვრის ¹36/2008 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის მუხლების და კვარტლების მიხედვით დამტკიცების თაობაზე” განკარგულებით დამტკიცებულ დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისი                                               2008 წლის 22 თებერვალი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 23-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ფორმა N36 და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 18 იანვრის ¹36/2008 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის მუხლების და კვარტლების მიხედვით დამტკიცების თაობაზე” განკარგულებით დამტკიცებულ დანართში ქვემოთ ჩამოთვლილი გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ორგანიზაციული ორგანო  დასახელება  სულ    I ვაკანსია  06 01 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი   4 670,12     1 487,78   საქონელი და მომსახურება     839,00        322,25  06 02 არჩევნების ღონიზძიებების დაფინანსება  38 594,90    14 163,50   საქონელი და მომსახურება   6 557,90       1 001,00 მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. ¹1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.   მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.       კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნაცვლად მისი ადგილმონაცვლის ცნობის შესახებ (კახა სუთიძით შეცვლის შესახებ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N58/2008 საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნაცვლად მისი ადგილმონაცვლის ცნობის შესახებ ქ. თბილისი                                               2008 წლის 22 თებერვალი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "ყ" ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის, 106-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 19 თებერვლის ¹5715-რს დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:მუხლი 1. ცნობილ იქნეს საქართველოს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების" პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ლევან ბეჟაშვილი (პარტიულ სიაში N13) ადგილმონაცვ­ლედ ამავე პარტიის პარტიული სიით რიგით მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატი კახა სუთიძე (პარტიულ სიაში N176). მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა ¹1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისათვის სამდივნოს შექმნის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N57/2008 საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისათვის სამდივნოს შექმნის თაობაზე ქ. თბილისი                                               2008 წლის 18 თებერვალი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 2 თებერვლის ¹2/2006 დადგენილების ""საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" და საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:მუხლი 1. ¹1 მთაწმინდის, ¹10 გლდანის, ¹41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას სამდივნო.     მუხლი 2. სამდივნოს დაევალოს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ცენტრა­ლუ­რი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 2 თებერვლის ¹2/2006 დადგენილებით დამტკი­ცე­ბუ­ლი "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა და საოლქო სა­არჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესის შესახებ" დებულების შესრულება.  მუხლი 3. სამდივნოს ზედამხედველობას ახორციელებს ცესკოს წევრი გიორგი არეშიძე. მუხლი 4. სამდივნო განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით: 1.      ელისაბედ ველიძე – სამდივნოს ხელმძღვანელი 2.      ნათია კუპრაშვილი; 3.      ნათია გულიაშვილი. მუხლი 5. სამდივნო კონკურსის დამთავრების შემდეგ წყვეტს საქმიანობას.  მუხლი 6. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლო­ს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ¹1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდა­რუ­ლი დღის ვადაში. მუხლი 7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
1 მთაწმინდის, №10 გლდანის, №41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N56/2008 N1 მთაწმინდის, N10 გლდანის, N41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლადშესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ქ. თბილისი                                               2008 წლის 18 თებერვალი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 33-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, 77-ე მუხლისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კო­მი­სიის 2008 წლის 18 თებერვლის ¹53/2008, ¹54/2008, ¹55/2008 განკარგულებების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. გამოცხადდეს კონკურსი ¹1 მთაწმინდის, №10 გლდანის, ¹41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.  მუხლი 2. საბუთები მიიღება 2008 წლის 21 თებერვლიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის ქ. ¹29ა), 11 საათიდან – 17 საათამდე, შაბათ -კვირის გარდა) 2008 წლის 4 მარტის ჩათვლით.         მუხლი 3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლო­ს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ¹1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე
№41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ა. ბდოიანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება N55/2008 N41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ა. ბდოიანის  უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ქ. თბილისი                                               2008 წლის 18 თებერვალი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 21-ე  მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის "ა.დ" ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. 2008 წლის 18 თებერვლიდან ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება N41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს არმენ ბდოიანს. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლო­ს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                          ლევან თარხნიშვილი კომისიის მდივანი                                გიზო მჭედლიძე