A
A A A
a A

თავმჯდომარის განკარგულებები

პარტიისა და მისი წარმომადგენლების რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება N23   პარტიისა და მისი წარმომადგენლების რეგისტრაციის თაობაზე     საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტისა და 117-ე მუხლის მე-8 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვადგენ: მუხლი 1. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმო­მადგენ­ლობითი ორგანოს – საკ­რებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაციაში გატარდეს საქართველოს კონსერვატიული პარტია და მისი წარმომადგენელი როინ ხიჯაკაძე. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                           გურამ ჩალაგაშვილი    2006 წლის 29 აგვისტო  
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელების, წევრებისა და აპარატის ავტომანქანებისათვის საწვავის ლიმიტების დანამატის დაწესების შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება N20   საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელების, წევრებისა და აპარატის ავტომანქანებისათვის საწვავის ლიმიტების დანამატის დაწესების შესახებ   სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, ვადგენ: 1. 2005 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელების, წევრებისა და აპარატის ავტომანქანებისათვის 2006 წლის 1 აგვისტოდან საწვავის ლიმიტის დანამატი დაწესდეს შემდეგი ოდენობით: 1. თავმჯდომარის მოადგილე          – 100 ლიტრი თვეში 2. კომისიის მდივანი                      – 100 ლიტრი თვეში 3. კომისიის წევრები – 4                 – 100 ლიტრი თვეში თითოეულს 4. აპარატის ა/მ                                – 100 ლიტრი თვეში 2. ეკონომიკურ (ნ. ესებუა) და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (ვ. კვატაშიძე) სამსახურებს დაევალოთ აღნიშნული განკარგულების შესრულების უზრუნველყოფა. 3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა). 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                           გურამ ჩალაგაშვილი   2006 წლის 28 აგვისტო  
პარტიის წარმომადგენლის რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება N21   პარტიის წარმომადგენლის რეგისტრაციის თაობაზე     საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტისა და 71-ე მუხლის შესაბამისად, ვადგენ: მუხლი 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკ­რებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" წარმომადგენელი არჩილ ანასაშვილი. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                           გურამ ჩალაგაშვილი    2006 წლის 28 აგვისტო  
პარტიისა და მისი წარმომადგენლების რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება N19   პარტიისა და მისი წარმომადგენლების რეგისტრაციის თაობაზე     საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტისა და 117-ე მუხლის მე-8 პუნქტის "ა" და "გ" ქვეპუნქტების შესაბამისად, ვადგენ: მუხლი 1. რეგისტრაციაში გატარდეს პოლიტიკური ორგანიზაცია "საქართ­ვე­ლოს გზა" და მისი წარმომადგენლები ნანა ციკოლია და მარიამ მკალავიშვილი. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                           გურამ ჩალაგაშვილი2006 წლის 17 აგვისტო
პარტიისა და მისი წარმომადგენლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება N18                         პარტიისა და მისი წარმომადგენლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ     საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 117-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი მხარდამჭერთა სია, ვადგენ: მუხლი 1.  უარი ეთქვას რეგისტრაციაზე: 1. მერაბ კოსტავას საზოგადოებას და მის წარმომადგენლებს მაკა გოგოხიას და თამაზ მაისურაძეს; 2. პატრიოტთა და ვეტერანთა პოლიტიკურ გაერთიანებას "საქართველოს დიდება" და მის წარმომადგენლებს ნინო კვესაძეს და სიმონ შარაძეს. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                           გურამ ჩალაგაშვილი2006 წლის 17 აგვისტო
  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგანკარგულება N17   საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ     საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად ვადგენ: მუხლი 1.  დამტკიცდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯთაღრიცხვა 2006 წლის 1 აგვისტოდან თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2. ეკონომიკურ სამსახურს (ნ. ესებუა) დაევალოს აღნიშნული განკარგულების შესრულების უზრუნველყოფა. მუხლი 3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.       კომისიის თავმჯდომარე                           გურამ ჩალაგაშვილი                                                                           2006 წლის 31 ივლისი  
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება N16   ბლოკის წარმომადგენლის რეგისტრაციის თაობაზე     საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტისა და 71-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ვადგენ: მუხლი 1. "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლად ჯონდო ბაღათურიას ნაცვლად რეგისტრაციაში გატარდეს გიორგი მთვარელიძე. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.       კომისიის თავმჯდომარე                           გურამ ჩალაგაშვილი    2006 წლის 27 ივლისი  
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება N15   ბლოკის წარმომადგენლის რეგისტრაციის თაობაზე     საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტისა და 71-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ვადგენ: მუხლი 1. საარჩევნო ბლოკის "მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები, ახლები" წარმომადგენლად მამუკა კაციტაძის ნაცვლად რეგისტრაციაში გატარდეს მარიამ შელეგია. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                           გურამ ჩალაგაშვილი    2006 წლის 13 ივლისი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება N14   სატენდერო კომისიისა და მისი აპარატის შექმნის შესახებ     "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ვადგენ: მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ურნების შეძენის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სატენდერო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 1. გურამ ჩალაგაშვილი  – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – სატენდერო კომისიის თავმჯდომარე; 2. ალექსანდრე ღონღაძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – სატენდერო კომისიის წევრი; 3. ლუხუმ ბურჯალიანი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი – სატენდერო კომისიის წევრი; 4. გიორგი სეხნიაშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი – სატენდერო კომისიის წევრი; 5. ვახტანგ კვატაშიძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – სატენდერო კომისიის წევრი. მუხლი 2. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზ­რუნ­ველყოფის მიზნით შეიქმნას სატენდერო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით: 1. გურამ ჩალაგაშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – სატენდერო კომისიის აპარატის ხელმძღვანელი; 2. ვახტანგ კვატაშიძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – სატენდერო აპარატის წევრი. 3. ნათია ჭიკაძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი – სატენდერო კომისიის აპარატის წევრი. მუხლი 3. სატენდერო კომისიის აპარატმა 2006 წლის 13 ივლისამდე უზრუნველყოს საარჩევნო კომისიის საარჩევნო ურნების შესაძენად სატენდერო წინადადებით მოსათხოვნი აუცილებელი ინფორმაციის განსაზღვრა და შეიმუშაოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტის პროექტი. მუხლი 4. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა­მართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. მუხლი 5. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                           გურამ ჩალაგაშვილი 2006 წლის 11 ივლისი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება N13   სატენდერო კომისიისა და მისი აპარატის შექმნის შესახებ     "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ვადგენ: მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ  ამომრჩევლის კაბინების შეძენის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სატენდერო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 1. გურამ ჩალაგაშვილი  – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – სატენდერო კომისიის თავმჯდომარე; 2. ალექსანდრე ღონღაძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – სატენდერო კომისიის წევრი; 3. გიორგი არეშიძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი – სატენდერო კომისიის წევრი; 4. გიორგი სეხნიაშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი– სატენდერო კომისიის წევრი; 5. ნათია ჭიკაძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი – სატენდერო კომისიის წევრი. მუხლი 2. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზ­რუნ­ველყოფის მიზნით შეიქმნას სატენდერო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით: 1. გურამ ჩალაგაშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – სატენდერო კომისიის აპარატის ხელმძღვანელი; 2. იოსებ თათარაშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი – სატენდერო კომისიის აპარატის წევრი; 3. ვახტანგ კვატაშიძე– ცენტრალური საარჩევნო კომისიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – სატენდერო კომისიის აპარატის წევრი. მუხლი 3. სატენდერო კომისიის აპარატმა 2006 წლის 29 ივნისამდე უზრუნველყოს საარჩევნო კომისიის საარჩევნო კაბინების შესაძენად სატენდერო წინადადებით მოსათხოვნი აუცილებელი ინფორმაციის განსაზღვრა და შეიმუშაოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტის პროექტი. მუხლი 4. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა­მართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. მუხლი 5. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                           გურამ ჩალაგაშვილი2006 წლის 26 ივნისი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება N12   სატენდერო კომისიისა და მისი აპარატის შექმნის შესახებ     "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ვადგენ: მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საკონსულტაციო ცენტრის მომსახურების საშუალებების შესყიდვის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სატენდერო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 1. ალექსანდრე ღონღაძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – სატენდერო კომისიის თავმჯდომარე; 2. ლუხუმ ბურჯალიანი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი – სატენდერო კომისიის წევრი; 3. გიორგი არეშიძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი – სატენდერო კომისიის წევრი; 4. მარიამ ყაველაშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – სატენდერო კომისიის წევრი; 5. იოსებ თათარაშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი – სატენდერო კომისიის წევრი. მუხლი 2. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზ­რუნ­ველყოფის მიზნით შეიქმნას სატენდერო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით: 1. . ალექსანდრე ღონღაძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – სატენდერო კომისიის აპარატის ხელმძღვანელი; 2. გულიკო კირთაძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთავარი ბუღალტერი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – სატენდერო კომისიის აპარატის წევრი; 3. ნათია ჭიკაძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი – სატენდერო კომისიის აპარატის წევრი. მუხლი 3. სატენდერო კომისიის აპარატმა 2006 წლის 26 ივნისამდე უზრუნველყოს საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ცენტრის მომსახურების საშუალებების შესაძენად სატენდერო წინადადებით მოსათხოვნი აუცილებელი ინფორმაციის განსაზღვრა და შეიმუშაოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტის პროექტი. მუხლი 4. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა­მართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. ¹1ა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. მუხლი 5. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                             გურამ ჩალაგაშვილი  2006 წლის 23 ივნისი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება N11   სატენდერო კომისიისა და მისი აპარატის შექმნის შესახებ     "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ვადგენ: მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო კამპანიის განხორციელების სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების საშუალებების შესყიდვის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სატენდერო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 1. გურამ ჩალაგაშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – სატენდერო კომისიის თავმჯდომარე; 2. გიზო მჭედლიძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი – სატენდერო კომისიის წევრი; 3. ლუხუმ ბურჯალიანი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი – სატენდერო კომისიის წევრი; 4. მარიამ ყაველაშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – სატენდერო კომისიის წევრი; 5. იოსებ თათარაშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი – სატენდერო კომისიის წევრი. მუხლი 2. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზ­რუნ­ველყოფის მიზნით შეიქმნას სატენდერო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით: 1. გურამ ჩალაგაშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – სატენდერო კომისიის აპარატის ხელმძღვანელი; 2. ვახტანგ კვატაშიძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – სატენდერო კომისიის აპარატის წევრი; 3. ნათია ჭიკაძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი – სატენდერო კომისიის აპარატის წევრი. მუხლი 3. სატენდერო კომისიის აპარატმა 2006 წლის 20 ივნისამდე უზრუნველყოს საარჩევნო კომისიის საარჩევნი კამპანიის განხორციელების სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების საშუალებების შესაძენად სატენდერო წინადადებით მოსათხოვნი აუცილებელი ინფორმაციის განსაზღვრა და შეიმუშაოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტის პროექტი. მუხლი 4. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა­მართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. მუხლი 5. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                           გურამ ჩალაგაშვილი   2006 წლის 19 ივნისი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარისგანკარგულება N10   ბლოკის წარმომადგენლის რეგისტრაციის თაობაზე     საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტისა და 71-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ვადგენ: მუხლი 1. საარჩევნო ბლოკის "მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები, ახლები" წარმომადგენლად გიორგი ცაგარეიშვილის ნაცვლად რეგისტრაციაში გატარდეს არჩილ ანასაშვილი. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.       კომისიის თავმჯდომარე                                                     გურამ ჩალაგაშვილი    2006 წლის 2 ივნისი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება N9     საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად ვადგენ: მუხლი 1.  დამტკიცდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯთაღრიცხვა 2006 წლის 01 ივნისიდან თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2. ეკონომიკურ სამსახურს (ნ. ესებუა) დაევალოს აღნიშნული განკარგულების შესრულების უზრუნველყოფა. მუხლი 3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.       კომისიის თავმჯდომარე                                გურამ ჩალაგაშვილი2006 წლის 1 ივნისი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება N8     საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2006 წლის 18 იანვრის N17/08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე       "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტი" მუხლი მე-3 "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე და სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2006 წლის 18 იანვრის N17/08 განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   "1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელების, წევრებისა და აპარატის ავტომანქანებისათვის 2006 წლის 01 ივნისიდან ყოველთვიურად საწვავის ლიმიტი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) კომისიის თავმჯდომარე                - 650 ლიტრი თვეში ბ) თავმჯდომარის მოადგილე            - 450 ლიტრი თვეში გ) კომისიის მდივანი                         - 450 ლიტრი თვეში დ) კომისიის წევრები – 4                   - 350 ლიტრი თვეში თითოეულს ე) აპარატის ა/მ                                   - 550 ლიტრი თვეში მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1ა) მისი ხელმოწერიდან 3 კალენდა­რუ­ლი დღის ვადაში.   მუხლი 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.     კომისიის თავმჯდომარე                           გურამ ჩალაგაშვილი 2006 წლის 25 მაისი