A
A A A
a A

თავმჯდომარის განკარგულებები

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება №223/03 №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 21-ე  მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, პირადი განცხადების  საფუძველზე: მუხლი 1. ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს მ. რობაქიძე.მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი ხელმოწერიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.მუხლი 3. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.  კომისიის თავმჯდომარე                                        ზურაბ ჭიაბერაშვილი            2004 წლის 2 მარტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება N171/01 პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებისა და მათი წარმომადგენლების უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის "კ” ქვეპუნქტისა და 952 მუხლის პირველი პუნქტის "ე” ქვეპუნქტის შესაბამისად,მუხლი 1. გაუუქმდეთ საარჩევნო რეგისტრაცია და შეუწყდეთ უფლებამოსილება მათ წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში:ა) ქრისტიან-კონსერვატორებს;ბ) ეროვნული მრეწველობისა და ეკონომიკური აღმავლობის პარტიას (მრეწველთა პარტია);გ) საქართველოს ხსნის მოძრაობას – "ერის ძახილი”;დ) საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობის მოძრაობას "ჭყონდიდელი”; ე) მერაბ კოსტავას საზოგადოებას; ვ) დევნილთა სახალხო პარტიას;ზ) სრულიად საქართველოს პოლიტიკურ ორგანიზაციას "ლემი”; თ) პოლიტიკური გაერთიანებას "სპორტული საქართველო”; ი) საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს (სქდკ);კ) საქართველოს მწვანეთა პარტიას;ლ) საქართველოს ნეოლიბერალური პარტიას;მ) პოლიტიკურ კავშირს "ერთიანი საქართველო”;ნ) ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირს;მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მისამართი: თბილისი ძმ.ზუბალაშვილების ქ. 29) მისი გამოცემიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                           ზურაბ ჭიაბერაშვილი  2004 წლის 27 თებერვალი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება №225/02 საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის რეგისტრაციის თაობაზე  საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 და 62-ე მუხლის საფუძველზე,მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით ჩასატარებელი 2004 წლის 28 მარტის ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით, რეგისტრაციაში გატარდეს საარჩევნო ბლოკის “მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები, ახლები” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია.მუხლი 2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის №195/01(მიღებული 01.03.2004წ)  განკარგულება მთლიანად და №196/01 (მიღებული 01.03.2004წ)  განკარგულება(ნაწილობრივ: პირველ მუხლთან მიმართებაში). მუხლი 3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მისამართი: თბილისი ძმ.ზუბალაშვილების ქ. 29) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.მუხლი 4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                       ზურაბ ჭიაბერაშვილი            2004 წლის 4 მარტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება № 016/02საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე: მუხლი 1. ვადამდე შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს: ზურაბ ნონიკაშვილს, კარლო კვიტაიშვილს, დიმიტრი ქიტოშვილს, ელზა გულიაშვილს, ლევან სამხარაულსა და ზაზა გოროზიას.მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.მუხლი 3. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.   კომისიის თავმჯდომარე                           ზურაბ ჭიაბერაშვილი2004 წლის 28 იანვარი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება №216/01 საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლის რეგისტრაციისგაუქმების თაობაზე  საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ე” ქვეპუნქტისა და 71-ე მუხლის შესაბამისად,მუხლი I. რეგისტრაციაში გატარდეს საარჩევნო ბლოკის “სამშობლო” წარმომადგენელი ირაკლი კობრავა ნაცვლად გრიგოლ ქადიეშვილისა.მუხლი II. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მისამართი: თბილისი ძმ.ზუბალაშვილების ქ. 29) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.მუხლი III ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  კომისიის თავმჯდომარე                         ზურაბ ჭიაბერაშვილი            2004 წლის 2 მარტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება №214/01 პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატებისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე  საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის ფუძველზე, მუხლი 1. უარი ეთქვათ საარჩევნო რეგისტრაციაზე საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს: ა) ჟიული სიყმაშვილს (პარტიულ სიაში №46), გაგიკ პეტროსიანს (პარტიულ სიაში №46), ზორბეგ ნაცვლიშვილს (პარტიულ სიაში №61) და მერაბ გობეჯიშვილს (პარტიულ სიაში №61), იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის მიერ წარმოდგენილ პარტიულ სიაში 46-ე და 61-ე ნომრებით შესაბამისად წარდგენილი არიან ჟიული სიყმაშვილი და ზორბეგ ნაცვლიშვილი, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 98-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად დაბრუნებულ შესწორებულ პარტიულ სიაში მათ ნაცვლად წარდგენილია შესაბამისად გაგიკ პეტროსიანი (პარტიულ სიაში №46) და მერაბ გობეჯიშვილი (პარტიულ სიაში №61), რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ამასთან ჟიული სიყმაშვილის მიერ სააღრიცხვო ბარათში მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი არ ემთქვევა პარტიულ სიაში მითითებულ პირად ნომერს, რაც არ აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 96-ე მუხლის მე-11 პუნქტის “დ” ქვეპუნქტისა და მე-12 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ხოლო ზორბეგ ნაცვლიშვილი პარტიულ სიაში წარდგენილი ორჯერ მე-60 და 61-ე ნომრებით;ბ) გელა სიყმაშვილს (პარტიულ სიაში №69) იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ სააღრიცხვო ბარათში მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი არ ემთხვევა პარტიულ სიაში მითითებულ პირადი ნომერს, რაც არ აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 96-ე მუხლის მე-11 პუნქტის “დ” ქვეპუნქტისა და მე-12 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს.მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მისამართი: თბილისი ძმ.ზუბალაშვილების ქ. 29) მისი გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                ზურაბ ჭიაბერაშვილი            2004 წლის 1 მარტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება №224/03 №8 დიდუბის საარჩევნო ოლქის №22 საარჩევნო უბნის განთავსების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის “კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მუხლი 1. ნება დაერთოს №8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიას №22 საარჩევნო უბანი განათავსოს №169 საშუალო სკოლის შენობაში.მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი ხელმოწერიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.მუხლი 3. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.  კომისიის თავმჯდომარე                         ზურაბ ჭიაბერაშვილი            2004 წლის 2 მარტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება №222/03 №25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 21-ე  მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, პირადი განცხადების  საფუძველზე: მუხლი 1. ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება №25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ციალა ხვინთელიანს.მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი ხელმოწერიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.მუხლი 3. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.  კომისიის თავმჯდომარე                          ზურაბ ჭიაბერაშვილი            2004 წლის 2 მარტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება №220/03 №53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 21-ე  მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, პირადი განცხადების  საფუძველზე: მუხლი 1. ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება №53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს კახა რამიშვილს.მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი ხელმოწერიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.მუხლი 3. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.  კომისიის თავმჯდომარე                           ზურაბ ჭიაბერაშვილი            2004 წლის 2 მარტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება № 098/02საარჩევნო ადმინისტრაციის სერტიფიცირების მიზნით ჩასატარებელი ტრენინგების ორგანიზაციული უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 18-ე და 35-ე მუხლების, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 135-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების სერთიფიცირების მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით და გამომდინარე იქიდან, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი პირი და ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს შესაბამის კომისიაში მუხლი 1. დაევალოთ საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს უზრუნველყონ საარჩევნო ადმინისტარციის მოხელეთა მომზადების მიზნით, შესაბამისი საარჩევნო ოლქის ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა დასწრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე.მუხლი 2. ამ განკარგულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაეკისროს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური სასჯელი.მუხლი 3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.  კომისიის თავმჯდომარე                         ზურაბ ჭიაბერაშვილი2004 წლის 13 თებერვალი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება №217/01 საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელ ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო ბლოკის სახელწოდების შეცვლის შესახებ  “საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 23 თებერვლის №27/2004 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სოციალისტური პარტიის 2004 წლის 2 მარტის წერილის საფუძველზე,მუხლი 1. “საარჩევნო ბლოკისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციის თაობაზე”  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2004 წლის 31 იანვრის №036/01 განკარგულებით რეგისტრირებულმა საქართველოს სოციალისტურმა პარტიამ საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელ ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს სახელწოდებით სოციალისტური პარტია.მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №29) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                           ზურაბ ჭიაბერაშვილი            2004 წლის 2 მარტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება №215/01 საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლის რეგისტრაციისგაუქმების თაობაზე  საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 71-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,მუხლი I. იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო ბლოკმა აცნობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარმომადგენლის გაწვევის თაობაზე, გაუქმდეს საარჩევნო ბლოკის “ედპ-ტრადიციონალისტები” წარმომადგენლის ვასილ კალანდაძის რეგისტრაცია.მუხლი II. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მისამართი: თბილისი ძმ.ზუბალაშვილების ქ. 29) მისი გამოცემიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.მუხლი III ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  კომისიის თავმჯდომარე                          ზურაბ ჭიაბერაშვილი            2004 წლის 2 მარტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება №213/01 პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიის რეგისტრაციის თაობაზე  საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტისა და 98-ე მუხლის საფუძველზე,მუხლი I. საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით ჩასატარებელი 2004 წლის 28 მარტის ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით, რეგისტრაციაში გატარდეს საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის მიერ წარმოდგენილი პარტიული სია გარდა, ჟიული სიყმაშვილისა და გაგიკ პეტროსიანისა (პარტიულ სიაში №46), ზორბეგ ნაცვლიშვილისა და მერაბ გობეჯიშვილისა (პარტიულ სიაში №61), გელა სიყმაშვილისა (პარტიულ სიაში №69).მუხლი II. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მისამართი: თბილისი ძმ.ზუბალაშვილების ქ. 29) მისი გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.მუხლი III ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                       ზურაბ ჭიაბერაშვილი            2004 წლის 1 მარტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება N270/03 N41 ახალქალაქის  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 21-ე  მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად პირადი განცხადების  საფუძველზე: მუხლი 1. ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება N41 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს: სარქის აგალარიანს.მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მისი ხელმოწერიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.მუხლი 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.კომისიის თავმჯდომარე                    ზურაბ ჭიაბერაშვილი  2004 წლის 18 მარტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთავმჯდომარის განკარგულება N279/04 საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საოლქოსაარჩევნო კომისიებში კომისრების მივლინების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 30-ე მუხლის საფუძველზე,   მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით ჩასატარებელი 2004 წლის 28 მარტის ხელახალი არჩევნების სრულყოფილად და კანონიერად წარმართვისა და საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიებში მივლინებულ იქნან ცესკოს თავმჯდომარის კომისრები, რომლებიც საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენის გზით ქმედით დახმარებას აღმოუჩენენ შესაბამის კომისიებს.    მუხლი 2. ცესკოს თავმჯდომარის მიერ მივლინებული კომისრების უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს პერიოდი 2004 წლის 26 მარტიდან 1 აპრილამდე.   მუხლი 3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) მისი მიღებიდა 3 კალენდარული დღის ვადაში.   მუხლი 4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.კომისიის თავმჯდომარე                    ზურაბ ჭიაბერაშვილი2004 წლის 18 მარტი