29 ოქტომბრის სხდომის შედეგები

29 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „2016 წლის 30 ოქტომბრის არჩევნებისათვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების დანიშვნისა და მათი უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე” 2016 წლის 28 ოქტომბრის №543/2016 განკარგულებაში ცვლილება შეიტანა.

დღესვე მოქალაქეების - ნანა კაკიტაძისა და ნინო კაკიტაძის საჩივრები განუხილველი დარჩა, მათი არაუფლებამოსილი პირების მიერ ცესკოში შემოტანის გამო.