1 ნოემბრის სხდომის შედეგი

1 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 19 ოქტომბრის №71/2016 დადგენილებაში „2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის მერისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ცვლილება შევიდა.