6 ნოემბრის სხდომის შედეგები

6 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მარიკა გაწერელია აირჩია.  ამავე სხდომაზე გამოცხადდა კონკურსები №24 დმანისის, №39 ასპინძისა და №62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. საბუთების მიღება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2016 წლის 7 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით (18:00 სთ-მდე) იწარმოებს (მის:. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ).