A
A A A
a A

10 ნოემბრის სხდომის შედეგები

10 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2016 წლის 9 ნოემბრის საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა ძალაში №22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის 2016 წლის 8 ნოემბერს შედგენილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვდა მომჩივანი.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ ასევე, უცვლელად დატოვა ძალაში №27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 8 ნოემბერს შედგენილი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით 2016 წლის 30 ოქტომბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. №37 საარჩევნო ოლქის №37.27.41 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლის მოთხოვნის შესახებ განცხადება/საჩივარი ცესკოში ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ „მწვანე დედამიწა" წარმოადგინა.