A
A A A
a A

16 ნოემბრის სხდომის შედეგები

16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 884-ს შეადგენდა, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა კი - 1 825 054-ია; შედეგების შეჯამების შედეგად  საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა შემდეგია:

41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 115;

5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 27;

8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” - 6;

19 „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო” - 1;

42 საინიციატივო ჯგუფი - 1.

გთხოვთ იხილოთ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

დღეს გამართულ სხდომაზე ცესკომ ცნობად მიიღო ინფორმაცია 2016 წლის 30 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების შესახებ, რომლის თანახმად თვითმმართველი თემის - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩეულია №41 ვაჟა კობერიძე, ხოლო თვითმმართველი თემის - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად - №41 ზაზა ლაშქარავა.

დღესვე ცესკოს სხდომის ოქმში შევიდა ჩანაწერი კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოების წევრებად არჩეული პირების შესახებ.