A
A A A
a A

1 დეკემბრის სხდომის შედეგები

1 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ №5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს დავით გოცირიძეს ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება. შესაბამისად, №5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. საბუთების მიღება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  2016 წლის 2-დან 12 დეკემბრის ჩათვლით 18:00 სთ-მდე იწარმოებს. (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.)