A
A A A
a A

9 დეკემბრის სხდომის შედეგები

9 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 2016 წლის 11 ნოემბრის საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა №22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 7 ნოემბრის №206 გადაწყვეტილება.

დღესვე №20 რუსთავის, №41 ნინოწმინდის და №63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა. საბუთების მიღება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2016 წლის 13-დან 26 დეკემბრის ჩათვლით 18:00 სთ-მდე იწარმოებს (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ).