A
A A A
a A

26 დეკემბრის სხდომის შედეგები

26 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №13/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. კომისიამ ცვლილებები ასევე შეიტანა „ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“ ცესკოს 2015 წლის 12 დეკემბრის №68/2015 დადგენილებაში.

დღესვე ცესკომ მიიღო: განკარგულება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2017 წლის საბიუჯეტო განაცხადის დამტკიცების შესახებ და განკარგულება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2017 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.

დღევანდელ სხდომაზე ცესკომ პირველად “საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკის დოკუმენტი” დაამტკიცა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე №24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ნატო ავალიშვილი აირჩია.