20 იანვრის სხდომის შედეგები

20 იანვარს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი განსაზღვრა.

ცესკომ ასევე განსაზღვრა  სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ გამოსაცხადებელი საგრანტო კონკურსის დაფინანსების მიმართულებაც. შესაბამისად, დაფინანსების მიმართულებად განისაზღვრა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის.

დღესვე კომისიამ №39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ნიკოლოზ ლოლაძე აირჩია, №62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად კი - გელა ცინცაძე.

გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი №40 ახალქალაქისა და №57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად; საბუთების მიღება ცესკოში 2017 წლის 24 - იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით 18:00 სთ-მდე იქნება შესაძლებელი (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ).

დღევანდელ სხდომაზე ცვლილება შევიდა „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ ცესკოს 2015 წლის 25 ნოემბრის №175/2015 განკარგულებაში.

ცვლილებები შევიდა ასევე შემდეგ დადგენილებებში: