A
A A A
a A

ვაკანსია №40 ახალქალაქის და №57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის  

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსს შემდეგ

ვაკანტურ თანამდებობებზე

 

საოლქო საარჩევნო კომისიის და დასახელება

საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებული ვაკანსიები

თანამდებობრივი სარგო

1.     

№40 ახალქალაქის  საოლქო საარჩევნო კომისია

1 წევრი

720 ლარი

2.     

№57 ტყიბულის  საოლქო საარჩევნო კომისია

1 წევრი

690 ლარი

 

განაცხადები მიიღება 2016 წლის  24 იანვრიდან 6 თებერვლის  ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე,  საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მის.: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.);

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება (ივსება ადგილზე);
  2. კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
  3. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
  4. უმაღლესი განათლების (აგრეთვე აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;
  5. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი;
  6. კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

შენიშვნა: საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რომელთა ასლების შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს 21 წლის ასაკიდან.