A
A A A
a A

2 თებერვლის სხდომის შედეგები

2 თებერვალს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზოგიერთი საარჩევნო საბუთის სახე დაადგინა.

ცესკომ თანხმობა მისცა საარჩევნო სიტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორს, ბრძანებით განსაზღვროს საგრანტო კონკურსის გამოცხადების თარიღი, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადები, საკონკურსო თემატიკა, საკონკურსო მიმართულებები და პროექტის დაფინანსების ფარგლები, პროექტის ხანგრძლივობა და კონკურსის დამატებითი მოთხოვნები.

ასევე, კომისიის წევრებმა თანხმობა მისცეს საარჩევნო სიტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორს, ბრძანებით განსაზღვროს საგრანტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა.