20 თებერვლის სხდომის შედეგი

20 თებერვლის სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ 8 თებერვალს სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხის - „ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოში, ადამიანებს არ უნდა სჯიდნენ ნარკოტიკების მოხმარების გამო?“ დიახ/არა, ფორმულირება დააზუსტა; საკითხი დაზუსტდა შემდეგნაირად - „თამახმა ხართ თუ არა, რომ მოხდეს კანაფის და კანაფის პროდუქტების ლეგალიზაცია, ანუ ისევე რეგულირდებოდეს, როგორც თამბაქო და სპირტიანი სასმელები?“ დიახ/არა. (სარეფერენდუმო საკითხი წარმოდგენილი აქვს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ ჯაფარიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია).

დღეს გამართულ სხდომაზე ცვლილებები შევიდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებებში:

ცვლილებები შევიდა აგრეთვე ცესკოს განკარგულებაში ,,საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციისა და სსიპ  „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“- ს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და საწვავით უზრუნვლყოფის წესის დამტკიცების თაობაზე’’. (2016 წლის 14 ივლისის №294/2016 განკარგულება.)

ღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა.

კომისიამ დღესვე №20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ელენე ბახტურიძე-ვაშაკიძე აირჩია, №41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად - რუზანნა მკრტჩიანი, №63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად კი - თემური კუპრეიშვილი.

გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი №36 ბორჯომისა და №43 ონის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე; საბუთების მიღება ცესკოში 2017 წლის 21 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით (18:00 სთ-მდე) იწარმოებს (მის.:ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.).

დღესვე განისაზღვრა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების ვადები.