სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

2017 წლის 21 მარტიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება.

სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით. 

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).

გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2017 წლის 27 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით, 24:00 საათამდე, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/

ელექტრონული ფორმით რეგისტრაციისთვის უნდა შეივსოს ელექტრონული განაცხადის გრაფები - პირადი ნომერი (საქარველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიხედვით) და გვარი. ამის შემდეგ  ავტომატურად ივსება ელექტრონული განაცხადის შემდეგი ველები - სახელი, დაბადების თარიღი, სქესი და მისამართი. სასურველია მოხდეს საკონტაქტო ინფორმაციის ველის შევსებაც - ტელეფონი და ელ-ფოსტა.

გამოცდის ჩაბარების მსურველს რეგისტრაციისას ეძლევა შესაძლებლობა თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო.

შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).

სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (ცესკოს შენობა).

გამოცდის ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის მიზნით აგრეთვე  შეუძლიათ მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2017 წლის 27 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა). სამდივნოს უნდა წარედგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

იხილეთ გამოცდის ჩატარების წესი

იხილეთ გამოცდის ტესტები

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11