აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ცესკოში

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს აზერბაიჯანელი ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ პროექტში იღებენ მონაწილეობას. პროექტის ერთ-ერთ მიზანს ეთნიკური ამომრჩევლის გააქტიურება და საარჩევნო კულტურის ამაღლება წარმოადგენს. ოცამდე ახალგაზრდას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა და მათ საარჩევნო პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ცესკოს კორდინაციის დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ კი ახალგაზრდებს იმ აქტივობების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ახორციელებს. დღესვე ახალგაზრდებმა ცესკოში განთავსებული მუდმივმოქმედი გამოფენაც დაათვალიერეს, რომელიც საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარებული არჩევნების ისტორიას ასახავს.

სულ: 7 ფოტო