A
A A A
a A

სასწავლო კურსი გრძელვადიანი დამკვირვებლებისთვის ბერლინში

ცესკოს წევრმა ზურაბ ხრიკაძემ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრის მიერ ორგანიზებულ 6 დღიან ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. სასწავლო კურსი ისეთ მნიშვნელოვან მოდულებს მოიცავდა, როგორიც არის გრძელვადიანი დამკვირვებლების პასუხისმგებლობებისა და მოვალეობების განსაზღვრა, საარჩევნო ციკლი, არჩევნების უსაფრთხოება და ქცევის კოდექსი.

სასწავლო კურსის ფარგლებში ასევე განიხილეს ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა. აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროგრამაში სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების, სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. ტრენინგი 26 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით ქალაქ ბერლინში მიმდინარეობდა.