9 მარტის სხდომის შედეგი

9 მარტის სხდომაზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სარეფერენდუმოდ წარმოდგენილ საკითხს: „თანახმა ხართ თუ არა, რომ მოხდეს კანაფის და კანაფის პროდუქტების ლეგალიზაცია, ანუ ისევე რეგულირდებოდეს, როგორც თამბაქო და სპირტიანი სასმელები?“ და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას (ზურაბ ჯაფარიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია) უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და მის მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის: „ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოში, ადამიანებს არ უნდა სჯიდნენ ნარკოტიკების მოხმარების გამო?“ პასუხი: ა. დიახ, ბ. არა, რეგისტრაციაში გატარება, ცესკოში 8 თებერვალს შემოიტანეს;
სარეფერენდუმო საკითხის ფორმულირება კი ცესკოს 2017 წლის 20 თებერვლის სხდომაზე დაზუსტდა.