A
A A A
a A

პარტნიორ უნივერსიტეტებში დაიწყო 2016-2017 წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლება საარჩევნო სამართლის დარგში

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაიწყო სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის განხორციელება საარჩევნო სამართლის დარგში შემდეგ უნივერსიტეტებში:

  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი
  • გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას საარჩევნო სამართალში, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. აღნიშნული სასწავლო პროგრამა სრულ სემესტრს მოიცავს, რომელიც პარტნიორ უნივერსიტეტებში ეტაპობრივად ხორციელდება.

სასწავლო კურსის განხორციელების უზრუნველსაყოფად სწავლების ცენტრის მიერ მომზადდა შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოები, პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული და  ელექტრონული პრეზენტაციები.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო პროექტი უნივერსიტეტებში 2010 წლიდან ხორციელდება.