სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სამართლის დარგის სასწავლო პროგრამის ლექტორებთან

მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ცესკოს სწავლების ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ლექტორებთან, რომლებიც 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, თბილისსა და რეგიონებში მდებარე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განახორციელებენ სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებულ სასწავლო კურსს საარჩევნო სამართლის დარგში.

შეხვედრის ფარგლებში ლექტორებს მიეწოდათ ინფორმაცია სწავლების განხორციელების ძირითადი მიმართულებებისა და ცენტრის მიერ შემუშავებული თანამდეროვე მეთოდოლოგიის შესახებ. მათ ასევე გადაეცათ ცენტრის მიერ სპეციალურად, სასწავლო კურსის განხორციელების ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული სასწავლო სახელმძღვანელოები (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი), ასევე სალექციო კურსის თითოეული საკონტაქტო დღისათვის მომზადებული პრეზენტაციები.

სემესტრული სწავლება ეტაპობრივად დაიწყება და განხორციელდება 11 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, კერძოდ: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სულ: 2 ფოტო