A
A A A
a A

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე

განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი. შეხვედრას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა, ცესკოს თავმჯდომარე ესწრებოდა. თამარ ჟვანია შეხვედრის მონაწილეებს იმ აქტივობებზე ესაუბრა, რომელიც საარჩევნო პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ცესკომ განახორციელა. სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ. სწავლების ცენტრის დირექტორი, ნათია ზაალიშვილი კი სამუშაო ჯგუფის წევრებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ესაუბრა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ცესკოს ინიციატივები და განხორციელებული აქტივობები დადებითად შეაფასეს, რის შემდეგაც საკუთარი რეკომენდაციებიც წარადგინეს.

სამუშაო ჯგუფი ცესკოში 2012 წლიდან მუშაობს და მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნაა. წელს აღნიშნული ჯგუფი გაფართოვდა და მის შემადგენლობაში ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების, ცესკოს სწავლების ცენტრის, სახალხო დამცველის ოფისის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

სულ: 11 ფოტო