სამუშაო შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიებთან

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საოლქო საარჩევნო კომისიებთან  სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შეხვედრის მონაწილეებთან იმ ახალი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც ამომრჩეველთა ინფორმირებას, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მათთვის შეთავაზებულ სერვისებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს.

შეხვედრებს ცესკოს და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირები, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის  საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცესკო სამუშაო შეხვედრებს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამართავს.

სულ: 15 ფოტო