21 მარტის სხდომის შედეგი

21 მარტის სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის საფუძველზეც სწავლების ცენტრის დირექტორს თანხმობა მიეცა ბრძანებით განსაზღვროს სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

დღესვე კომისიამ №40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად რაფიკ კარაპეტიანი აირჩია, №57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად კი - თეონა ბოჭორიშვილი.

გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი №22 მარნეულის, №50 საჩხერისა და №81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად; საბუთების მიღება ცესკოში 2017 წლის 22 მარტიდან - 4 აპრილის ჩათვლით 18:00 სთ-მდე იქნება შესაძლებელი (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ).