A
A A A
a A

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს შეუერთდნენ. ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველმა ანა მიქელაძემ დღეს მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ჩემი ხმა საზოგადოებაში“. კონფერენციის ფარგლებში, წელს პირველად, თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებმა გააკეთეს მოხსენებები სხვადასხვა პრობლემის შესახებ და მათ ყოველდღიურ გამოწვევებზე ისაუბრეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

დღესვე ცესკოს აპარატის თანამშრომლები ანა მიქელაძესთან ერთად სოციალურ საწარმო „ბაბალეს“ ესტუმრნენ და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნამუშევრები დაათვალიერეს.

15-დან 21 მარტის ჩათვლით, "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციისა" და კავშირის - "ჩვენი ბავშვები" ორგანიზებით, წელს მეექვსედ აღინიშნა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საქართველოში.

სულ: 14 ფოტო