ტრენერთა ტრენინგი საინფორმაციო-სასწავლო პროექტისთვის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“

სწავლების ცენტრმა საინფორმაციო-სასწავლო პროექტისთვის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ტრენერთა (ToT) მომზადება დაიწყო. 22 - 23 მარტისა 27 - 28 მარტის პერიოდში, თბილისში, 44 ტრენერი საჭირო გადამზადებას გაივლის, რომლებიც შემდგომ სასწავლო პროექტს განახორციელებენ 68 მუნიციპალიტეტში განლაგებულ 93 საჯარო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას.

ტრენერები, რომლებიც გადამზადებას გადიან, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები არიან. კურსის გავლის შემდეგ, ტრენერები საჯარო სკოლებში მოსწავლეებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეასწავლიან, როგორიცაა: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო ადმისტრაცია და ამომრჩეველი, არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები. კურსის ბოლოს მოსწავლეები იმიტირებულ არჩევნებს ჩაატარებენ, რომლის პირობებშიც გამოვლინდება თავად მოსწავლეების მიერ ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით შემუშავებული სლოგანებიდან გამარჯვებული სლოგანი.

საჯარო სკოლებში პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“კონცეფცია იხილეთ ბმულზე.

სულ: 6 ფოტო