სამუშაო შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიებთან

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. სამეგრელოს, სვანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებთან გასვლითი შეხვედრები 22-24 მარტს გაიმართა. ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრის მონაწილეებთან ახალი პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ამომრჩევლების ინფორმირებას, ჩართულ მხარეებთან აქტიურ თანამშრომლობას, ამომრჩევლებისთვის შეთავაზებულ სერვისებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს.

სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის საოლქო საარჩევნო კომისიებთან.

სულ: 28 ფოტო