ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში

სომხეთის რესპუბლიკაში გამართულ პარლამენტის არჩევნებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 4 წარმომადგენელი დააკვირდა. ნინოწმინდის, ასპინძისა და ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომრეები და ცესკოს  საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი, 2 აპრილის არჩევნების მიმდინარეობას სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე უწევდნენ მონიტორინგს; ისინი, საარჩევნო უბნების გახსნის და დახურვის პროცედურებსაც დაესწრნენ. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში მათ სომხეთის საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან და კომისიის წევრებთან გამართეს შეხვედრები.