18 აპრილის სხდომის შედეგი

18 აპრილს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა ა(ა)იპ „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“  2017 წლის 27 მარტის საჩივარი და ძალაში დატოვა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №1-40 და №1-44 ბრძანებები - „ა(ა)იპ-ის „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე“.