A
A A A
a A

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი სამხრეთ კორეაში

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა ვალერიან მაისურაძემ და ამავე სამსახურის სპეციალისტმა ირაკლი კახნიაშვილმა სამხრეთ კორეაში გამართულ ტრენინგ-პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგს ორგანიზება მსოფლიო საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციამ (A-WEB) გაუწია და მისი მიზანი ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურებთან დაკავშირებით არსებული შესაძლებლობების გაზიარება და განვითარება იყო. სემინარში მონაწილე 10 ქვეყნის  საარჩევნო ადმინისტრაციის ოცამდე წარმომადგენელმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს; განიხილეს ინოვაციური პროექტები, მათ შორის ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით ხმის მიცემისა და დათვლის შესაძლებლობები. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებასა და საარჩევნო პროცესების მართვის სისტემასთან დაკავშირებით ისაუბრეს შეხვედრის მონაწილეებთან ცესკოს წარმომადგენლებმა.

ვიზიტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ნაციონალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაშიც მიიღეს მონაწილეობა. ვიზიტი სამხრეთ კორეაში, ქალაქ ინჩეონში, 3 აპრილს დაიწყო და 14 აპრილს დასრულდა.

 

სულ: 5 ფოტო