A
A A A
a A

28 აპრილის სხდომის შედეგები

28 აპრილის სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2018 წლის საბიუჯეტო განაცხადის დამტკიცების შესახებ“.

დღესვე №43 ონის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მამია გოგრიჭიანი აირჩიეს. ხელახალი კონკურსი გამოცხადდა №36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად; საბუთები ცესკოში მიმდინარე წლის 1 მაისიდან -10 მაისის ჩათვლით 18:00 სთ-მდე მიიღება (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ).

შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა ასევე, №28 დუშეთის, №41 ნინოწმინდის, №43 ონის, №63 აბაშისა და №81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად; საბუთების მიღება ცესკოში 2017 წლის 2 მაისიდან - 15 მაისის ჩათვლით 18:00 სთ-მდე იქნება შესაძლებელი (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ).

დღეს გამართულ სხდომაზე, კომისიამ უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა ა(ა)იპ „სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრის“ 2017 წლის 12 აპრილის საჩივარი და ძალაში დატოვა ა(ა)იპ „სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრის“ დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე“, სწავლების ცენტრის დირექტორის 2017 წლის 30 მარტის №1-87 ბრძანება, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვდა საჩივრის ავტორი.