A
A A A
a A

საინფორმაციო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

2017 წლის 3 მაისს, სწავლების ცენტრში, 2017 წლის 3 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო თემატიკა - "პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის", საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული ცხრამეტი არასამთავრობო ორგანიზაციის და პროექტის ხელმძღვანელთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების და პროექტების ხელმძღვანელებს გააცნეს ინფორმაცია საგრანტო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ სასწავლო კურსის განხორციელებასთან, საგრანტო პროექტის შუალედური და შემაჯამებელი ანგარიშის წარმოდგენასთან და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებით.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში დასრულდა.

სულ: 3 ფოტო