A
A A A
a A

საერთაშორისო პარტნიორობა ამომრჩევლთა ინფორმირებისა და განათლების საკითხებზე

ინდოეთის საარჩევნო კომისიის ინიციატივით, ამომრჩევლთა ინფორმირებისა და განათლების საკითხებზე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციასთან პარტნიორობით საერთაშორისო საარჩევნო სამდივნო შეიქმნა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას საერთაშორისო საარჩევნო სამდივნოში ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი წარმოადგენს.

ამომრჩეველთათვის ინკლუზიური, ინფორმირებული და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის ხელშეწყობისა და ამ მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით, საერთაშორისო საარჩევნო სამდივნო ინდოეთის საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე ინტეგრირებული ელექტრონული ჟურნალის (http://voicenet.in/) საშუალებით  უზრუნველყოფს  ამომრჩევლთა ინფორმირების/განათლების საკითხებზე პუბლიკაციების გამოქვეყნებას.

ელექტრონული ჟურნალის პირველ გამოცემაში გამოქვეყნდა სწავლების ცენტრის დირექტორის სტატია - „ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების მიმოხილვა საქართველოში“.

სტატია იხილეთ ბმულზე:

http://eci.nic.in/eci_main1/E-Book/voice_international/index.html#/32

http://eci.nic.in/eci_main1/E-Book/voice_international/index.html#/14