სისხლის დონაციის აქცია ცესკოში

საარჩევნო ადმინისტრაცია ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის”  სისხლის ბანკის  უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთო.

სისხლის ჩაბარების აქცია სახელწოდებით „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა. ცესკოს თანამშრომლებმა და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სისხლი გაიღეს. აღსანიშნავია, რომ ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის”  სისხლის ბანკიდან საქართველოს მასშტაბით 70-მდე კლინიკა მარაგდება.

სისხლის დონაციის აქციაში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობენ და ხელს უწყობენ სისხლის ბანკის მარაგის შევსებას.

სულ: 13 ფოტო