კანტის აკადემიის სტუდენტები ცესკოში

4 მაისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანტის აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლა. მათ, ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე შეხვდა და არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე, ცესკოს მიერ დაგეგმილ აქტივობებზე და უკვე განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ახალგაზრდებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა არჩევნების არსის და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლის შესახებ სემინარი ჩაატარეს. ასევე მოაწყვეს იმიტირებული კენჭისყრის პროცესი: სტუდენტებმა პრაქტიკაში განახორციელეს ყველა ის ეტაპი, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე გადის.

სწავლების დასასრულს სტუდენტებმა ცესკოში განთავსებული ისტორიული ფოტო გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს საარჩევნო ისტორიის უნიკალურ მასალებს მოიცავს და 1918-2008 წლების პერიოდს ასახავს.

სულ: 21 ფოტო