ცესკოს წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი და ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. საარჩევნო ადმინისტრაცია გამოხატავს უდიდეს პატივისცემას ვეტერანების მიმართ, რომლებიც სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ და უერთდება უამრავ მოქალაქეს და ვეტერანს, რომლებიც 9 მაისს ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან, ვერმახტის კაპიტულაციას და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას აღნიშნავენ.

მეორე მსოფლიო ომი 72 წლის წინ, - 1945 წლის 8 მაისს დასრულდა.

სულ: 10 ფოტო