11 მაისის სხდომის შედეგები

11 მაისს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცდა.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხის - „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს სასოფლო - სამეურნეო მიწების გასხვისება აიკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე“ ფორმულირება დააზუსტა. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობამ (კახაბერ ძაგანია, იოსებ შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე, კონსტანტინე გუგუშვილი, დავით ვერძეული) აღნიშნული სარეფერენდუმო საკითხის ფორმულირება უცვლელი დატოვა.

დღესვე №36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად დიმიტრი მურჯიკნელი აირჩიეს.