A
A A A
a A

ცესკოს წარმომადგენლები კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებს დააკვირდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლები კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებს დააკვირდნენ.

საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის მართვის განყოფილების უფროსი ეკა ცაბაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების სპეციალისტი ქეთევან ქარენაშვილი კორეაში საარჩევნო ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ და პრეზიდენტის არჩევნებს დააკვირდნენ. მათ, არჩევნებზე მონიტორინგი სეულში საარჩევნო უბნებზე განახორციელეს, სადაც როგორც ხმის მიცემის, ასევე ხმების დათვლის პროცედურას დაესწრნენ.

ცესკოს წარმომადგენლებმა, ასევე მიიღეს მონაწილეობა „სეულის არჩევნების საერთაშორისო ფორუმში“, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო  ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვადსხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ცესკოს წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს საარჩევნო სისტემა, ცესკოს საქმიანობა, საარჩევნო ადმინისტრაციის  მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტებიც გააცნეს.

ეკა ცაბაშვილმა და ქეთევან ქარენაშვილმა შეხვედრები ასევე გამართეს კორეის პარლამენტსა და ეროვნულ საარჩევნო კომისიაში.

ცესკოს წარმომადგენლები სამუშაო  ვიზიტით კორეაში, 4 -10 მაისს იმყოფებოდნენ.

სულ: 7 ფოტო