გრძელვადიან დამკვირვებელთა მერვე საერთაშორისო ტრენინგი სარაევოში

გრძელვადიან დამკვირვებელთა მერვე საერთაშორისო ტრენინგი გაიმართა ბოსნიასა და ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში. სწავლებაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ცესკოს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელი, ირაკლი კახნიაშვილი მონაწილეობდა.

ტრენინგი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა, როგორიც არის დამკვირვებელთა და არჩევნებში ჩართულ მხარეთა ინფორმაციული უზრუნველყოფა, ასევე საორგანიზაციო საკითხები და ანგარიშგება.

სწავლება 8 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით,  ეუთო ოდირის (OSCE ODIHR) ორგანიზებით მიმდინარეობდა და მასში 14 ქვეყნის 28 წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

სულ: 2 ფოტო