A
A A A
a A

22 მაისის სხდომის შედეგები

22 მაისს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სარეფერენდუმოდ წარმოდგენილ საკითხს - „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება აიკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე” და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას (კახაბერ ძაგანია, იოსებ შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე, კონსტანტინე გუგუშვილი, დავით ვერძეული) უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. საინიციატივო ჯგუფმა სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხის რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება მიმდინარე წლის 25 აპრილს შემოიტანა, სარეფერენდუმო საკითხის ფორმულირება კი ცესკოს 2017 წლის 11 მაისის სხდომაზე დაზუსტდა.

დღესვე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების ვადები განისაზღვრა.

დღეს გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა განსაზღვრეს სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ გამოსაცხადებელი მორიგი საგრანტო კონკურსის დაფინანსების მიმართულებები:

1. ამომრჩეველთა ინფორმირება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის;

2. მოწყვლადი ჯგუფების და ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პროცესში.

სხდომაზე გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი №85 ლიახვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად; საბუთების წარდგენა 2017 წლის 23 მაისიდან პირველი ივნისის  ჩათვლით (18:00 სთ-მდე) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იქნება შესაძლებელი (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.).