A
A A A
a A

30 მაისის სხდომის შედეგები

30 მაისს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის საფუძველზეც, ააიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს საგრანტო კონკურსის გამოცხადების თარიღს, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადებს, საკონკურსო თემატიკას, საკონკურსო მიმართულებას და პროექტის დაფინანსების ფარგლებს, პროექტის ხანგრძლივობასა და კონკურსის დამატებით მოთხოვნებს. სწავლების ცენტრის დირექტორს თანხმობა მიეცა ცესკოში 2017 წლის 30 მაისს წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.

დღესვე №81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად გელა ხახნელიძე აირჩიეს.

კომისიამ შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა №1 მთაწმინდის, №26 თეთრიწყაროს, №33 ქარელის, №37ახალციხის, №44 ამბროლაურის და №49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად; საბუთების წარდგენა 2017 წლის პირველი ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით (18:00 სთ-მდე) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იქნება შესაძლებელი (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.).