A
A A A
a A

6 ივნისის სხდომის შედეგი

6 ივნისს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის თანახმად, სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს საგრანტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობას. სწავლების ცენტრის დირექტორს თანხმობა მიეცა ცესკოში 2017 წლის 6 ივნისის №101 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

დღესვე ცესკომ №85 ლიახვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად დოდო ბასილაძე აირჩია.