A
A A A
a A

13 ივნისის სხდომის შედეგი

13 ივნისს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი განსაზღვრა.

დღევანდელ სხდომაზე საინიციატივო ჯგუფის (შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, კახაბერ ნიქაბაძე, ვახტანგ ასპანიძე, დავით კუჭავა, თეიმურაზ ცისკარიშვილი ბადრი ჯინჭარაძე, ბადრი კვირიკაშვილი) მიერ ცესკოში წარმოდგენილი შემდეგი სარეფერენდუმო საკითხების ფორმულირება დაზუსტდა:

  • „თანახმა ხართ თუ არა საქართველოში ქვეყნის პრეზიდენტი ირჩეოდეს საყოველთაო, პირდაპირი არჩევნებით?”
  • „თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს მიწა არ იყიდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე?”
  • „თანახმა ხართ თუ არა საქართველოში სახალხო დამცველი ირჩეოდეს საყოველთაო, პირდაპირი არჩევნებით?"
  • „უნდა ჰქონდეს თუ არა ამომრჩეველს მის მიერ არჩეული თანამდებობის პირის გამოწვევის უფლება?"
  • „თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს უმუშევარ მოქალაქეს მუშაობის დაწყებამდე დაენიშნოს კომპენსაცია საარსებო მინიმუმის ოდენობით”
  • „თანახმა ხართ თუ არა საქართველო იყოს ნეიტრალური (მიუმხრობელი) ქვეყანა?”

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი ყველა საკითხის ფორმულირება უცვლელი დატოვეს. სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხების რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება ცესკოში საინიციატივო ჯგუფმა მიმდინარე წლის 31 მაისს შემოიტანა.

დღესვე ცესკომ №22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ალექსანდრე გიორგაძე აირჩია, №50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად კი ეკა მოსიაშვილი.