A
A A A
a A

ტრენინგი საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის სამართლებრივ საკითხებზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდათ. სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები,  როგორიც არის: კენჭისყრის დღეს განცხადება/საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მომზადება, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკა. სწავლწება ცესკოს იურიდიული დეპარტამენტისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა ჩაატარეს. მათ მონაწილეებისთვის შეიმუშავეს სპეციალური სასწავლო მოდული, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს.

„მთავარი საკითხი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გახლავთ ის, თუ როგორ უნდა შედგეს სამართლებრივი აქტი. რა უნდა გაკეთდეს საოლქო საარჩევნო კომისიაში იმისთვის, რომ სამართლებრივი დოკუმენტი ყველა ჩართული მხარისთვის მისაღები აღმოჩნდეს. ტრენინგზე მოვახდინეთ ფაქტობრივად ყველა სიტუაციის სიმულაცია  -  როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, ასევე რთული საჩივრების კომპლექსური განხილვა.  ჩემთვის, როგორც კომისიის თავმჯდომარისთვის, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობა“ - აღნიშნა #59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ტრენინგი 4 ეტაპად 7 ჯგუფს, 15 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით ჩაუტარდა. ჯგუფების შემადგენლობაში საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და მდივნებთან ერთად, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და რეგიონული კოორდინატორებიც იყვნენ.  გარდა ამისა, მონაწილეებმა განიხილეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის  ანგარიშები და იქ გამოთქმული რეკომენდაციები საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ჭრილში.

სულ: 18 ფოტო