A
A A A
a A

27 ივნისის სხდომის შედეგი

 

27 ივნისს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა საინიციატივო ჯგუფი  (შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, კახაბერ ნიქაბაძე, ვახტანგი ასპანიძე, დავით კუჭავა, თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი ჯინჭარაძე, ბადრი კვირიკაშვილი) და მათ მიერ სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხები:

ამავე საინიციატივო ჯგუფის მიერ ცესკოში წარმოდგენილ საკითხებს:

და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას კი უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

აღნიშნულმა საინიციატივო ჯგუფმა განცხადება სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხების და საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ, ცესკოში 31 მაისს შემოიტანა, სარეფერენდუმო საკითხების ფორმულირება მიმდინარე წლის 13 ივნისის სხდომაზე დაზუსტდა.

დღესვე ცესკომ მიიღო დადგენილებები, რომლის თანახმადაც ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხები განისაზღვრა და  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულება დამტკიცდა;

ასევე, მიიღეს დადგენილება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზოგიერთი დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

დღევანდელ სხდომაზე ცვლილებები შევიდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემდეგ დადგენილებებში:

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” (2015 წლის 25 ნოემბერი №54/2015), „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” (2012 წლის 3 თებერვალი №2/2012) და „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ (2012 წლის 2 მარტი №10/2012).

გარდა ამისა კომისიის წევრებმა მიიღეს განკარგულება - „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქების შექმნისა და მისი საზღვრები დადგენის თაობაზე, აგრეთვე განკარგულება - „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქების შექმნის, მათი საზღვრების, სახელწოდებებისა და ნომრების განსაზღვრის თაობაზე“.

დღესვე დადგინდა ერთზე მეტ თვითმმართველ ერთეულში მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიათა ჩამონათვალი.