A
A A A
a A

28 ივნისის სხდომის შედეგი

28 ივნისს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილება შევიდა.

კომისიის წევრებმა მიიღეს განკარგულება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ.

დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა დადგენილებით განსაზღვრეს ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებული იმ მოხელეთა ჩამონათვალი, რომლებსაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

დღესვე ცვლილება შევიდა ცესკოს განკარგულებაში „საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის, კომისიის სხვა წევრთა ხელფასების განსაზღვრის შესახებ"  (2012 წლის 14 მარტი N37/2012)