A
A A A
a A

შეხვედრა მსოფლიო საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციის გენერალურ მდივანთან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელობამ მსოფლიო საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციის (A-WEB) გენერალურ მდივან კიმ იონგ-ჰისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს წევრი ზურაბ ხრიკაძე დაესწრნენ. მხარეებმა არჩევნების ორგანიზების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.

მსოფლიო საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციის (A-WEB) გენერალური მდივანი კიმ იონგ-ჰი საქართველოში პირველად იმყოფებოდა.

მსოფლიო საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაცია უკვე რამდენიმე წელია ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას მსოფლიოში და ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს (პროექტები, ტრენინგები და ა.შ) თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით.

სამუშაო შეხვედრა 30 ივნისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.

სულ: 6 ფოტო